სრულად ავტომატური
გარეგანი დეფიბრილატორი

ქართულ ენაზე

დეტალური ინფორმაციისთვისა და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებისთვის - ჩასქროლეთ, ან დაგვიკავშირდით:

პარტნიორები

პარტნიორები

დეფიბრილატორს საჩუქრად მოჰყვება

პირველადი დახმარების ჩანთა

ერთ საათიანი მასტერკლასი Hands-only CPR (თბილისში)

კონსულტაცია მონტაჟისა და გადაუდებელი დახმარების ჩანთის/კუთხის მოწყობის შესახებ

15% ფასდაკლება ჩვენს ტრენინგებზე (მაქსიმუმ 4 ჯგუფისთვის)

ჩანთა, მეტალის თარო და კედლის ნიშანი

დამატებითი დეტალები

აქვს ქართული და ინგლისური ენა

მოჰყვება ზრდასრულის პადები

აქვს 5 წლიანი ქარხნული გარანტია

გულ-ფილტვის რეანიმაციის ხმოვანი ასისტი

თვითტესტირების ფუნქცია

დეფიბრილატორის ტიპი - სრულად ავტომატური

რატომ არის
მნიშვნელოვანი AED

  • უბედური შემთხვევების დროს, გულის გაჩერება სინამდვილეში პირდაპირი მნიშვნელობით გულის გაჩერებას არ გულისხმობს, ძირითადად გულის “გაჩერება” გამოწვეულია სიცოცხლისთვის საშიში არითმიით – პარკუჭების ფიბრილაციით.
  • ფიბრილაციის დადგენა და მკურნალობა ხდება დეფიბრილაციით, რომელსაც ასრულებს აგდ (AED).
  • დეფიბრილაცია აღადგენს გულის ნორმალურ რითმს, ის აკეთებს გულის ერთგვარ “რესტარტს”.
  • დეფიბრილაცია ყველაზე ეფექტურია შემთხვევიდან პირველ 3 წუთში და აორმაგებს ან ასამმაგებს გადარჩენის შანსს.
  • დეფიბრილაციის თითოეული წუთით დაგვიანება დაზარალებულს 10%-ით უკარგავს გადარჩენის შანსს.

ფასი - 3970 ლარი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამედიცინო ინვენტარი დღგ-სგან გათავისუფლებულია, შესაბამისად,
მითითებული თანხიდან დღგ-ს ვერ ჩაითვლით.

5 ცალის შეძენის შემთხვევაში, ფასი დაკორექტირდება. შეთავაზების მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

დამატებითი ატრიბუტების ფასები

დასახელება

შეცვლის სავარაუდო დრო

ფასი

ზრდასრულების პადები

1-2 წელიწადში ერთხელ

410 ლარი

პედიატრიული პადები

1-2 წელიწადში ერთხელ

495 ლარი

ელემენტი

200 შოკი / 5 წელი

915 ლარი

დასახელება

ზრდასრულების პადები

შეცვლის სავარაუდო დრო

1-2 წელიწადში ერთხელ

ფასი

410 ლარი

დასახელება

პედიატრიული პადები

შეცვლის სავარაუდო დრო

1-2 წელიწადში ერთხელ

ფასი

495 ლარი

დასახელება

ელემენტი

შეცვლის სავარაუდო დრო

200 შოკი / 5 წელი

ფასი

915 ლარი

ფასები მოიცავს დღგ-ს (სამედიცინო ინვენტარის ცალკეული ატრიბუტები იბეგრება დღგ-თი და შეგიძლიათ გადახდილი დღგ ჩაითვალოთ).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამატებითი ატრიბუტების ფასები შესაძლოა შეიცვალოს დოლარის კურსის ცვლილების მიხედვით.

დეფიბრილატორის გადაუდებელ სიტუაციაში გამოყენების შემთხვევაში, პადებს ჩაგინაცვლებთ უფასოდ.
ასევე, გაწევრიანდებით პირველადი დახმარების ცენტრის კლუბში, რომლის ფარგლებშიც მიიღებთ
წამახალისებელ საჩუქრებსა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენს ცენტრში.

ხშირად დასმული კითხვები

უბედური შემთხვევების დროს, გულის გაჩერება სინამდვილეში პირდაპირი მნიშვნელობით გაჩერებას არ გულისხმობს, ძირითადად გულის “გაჩერება” გამოწვეულია სიცოცხლისთვის საშიში არითმიით – პარკუჭების ფიბრილაციით. ფიბრილაციის დადგენა და მკურნალობა ხდება დეფიბრილაციით (ე.წ. შოკით), რომელსაც ასრულებს აგდ. დეფიბრილაცია აღადგენს გულის ნორმალურ რითმს, ის აკეთებს გულის ერთგვარ “რესტარტს”. დეფიბრილაცია ყველაზე ეფექტურია შემთხვევიდან პირველ 3 წუთში და აორმაგებს ან ასამმაგებს გადარჩენის შანსს. დეფიბრილაციის თითოეული წუთით დაგვიანება დაზარალებულს 10%-ით უკარგავს გადარჩენის შანსს.

​ა​გდ სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ მარტივად გამოსაყენებელი იყოს​ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებსაც ​ხანმოკლე ტრენინგი აქვს გავლილი.

აპარატის ჩართვისთანავე, იგი იწყებს ხმოვანი ინსტრუქციების მიცემას და ეტაპობრივად აძლევს მომხმარებელს მითითებებს მოქმედების სრულ პროცესზე.

აგდ შეისწავლის დაზარალებულის გულის რიტმს და მხოლოდ მაშინ გასცემს დეფიბრილაციის რეკომენდაციას და მხოლოდ მაშინ მისცემს შოკის მიწოდების შესაძლებლობას, თუ აღმოაჩენს შესაბამის სადეფიბრილაციო რიტმს.

ავტომატური ​გარე​განი დეფიბრილატორი (აგდ) -ის ელექტროდების დადება, აპარატის გამოყენება და დეფიბრილაციის (ე.წ. შოკის) ჩატარება მარტივი და გასაგებია. აგდ აღჭურვილია ხმოვანი ინსტრუქციით, რომლებიც ეტაპობრივად მოგცემთ მითითებებს.

მცირე ტრენინგის გავლის შემდეგ კი, აგდ ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისთვის ძალიან მარტივად გამოსაყენებელია.

გააგრძელეთ გფრ მანამ, სანამ აგდ-ს არ მოიტანენ.

როგორც კი აგდ ხელთ გექნებათ, დააწებეთ ელექტროდები პაციენტის შიშველ გულმკერდზე და მიჰყევით ხმოვან მითითებებს. აგდ გეტყვით, როდის გააგრძელოთ გფრ.

გფრ უზრუნველყოფს ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის მიმართულებით. ეს მიმოქცევა ანელებს როგორც ტვინის, ისე გულის კუნთის უჯრედების სიკვდილს.

გფრ გარკვეულწილად „ყიდულობს დროს“, სანამ აგდ არ იქნება ხელმისაწვდომი.

არა. ელექტროდები რჩება ადგილზე მთელი რეანიმაციის პროცესის განმავლობაში და მანამ, სანამ პაციენტს არ გადააბარებენ გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებს.

დიახ. წარმატებული გფრ-ს შემდეგაც კი, კვლავ რჩება ფიბრილაციის ხელმეორედ განვითარების რისკი.

აგდ აგრძელებს პაციენტის გულის რიტმის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ ააქტიურებს ანალიზს ყოველ ორ წუთში, გფრ-ის დასრულების შემდეგ. აგდ უნდა დარჩეს ჩართული, სანამ გადაუდებელი დახმარების პერსონალი პაციენტის მოვლას საკუთარ თავზე არ აიღებს. დეფიბრილატორის ელექტროდები ერთჯერადია.

გულის გაჩერების ეპიზოდი ძალიან სტრესულ სიტუაციას ქმნის.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა პროცედურას გამოცდილი ექიმები ატარებენ, ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ სრულდება.

ასეთ დროს, გფრ-ს თუნდაც არაიდეალურად ჩატარება და ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება, პაციენტისთვის მაინც სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაა.

შეცდომების დაშვების მინიმალიზაცია კი პირველადი დახმარების ტრენინგების მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ გავლით შეგვიძლია, უსაფრთხოება და უბედური შემთხვევებისთვის მზაობა უნდა იყოს, ჩვენი ყოველდღიური კულტურის ნაწილი.

ელექტროდები უნდა მიეკროს უშუალოდ კანს.

თუ გულმკერდის თმიანობა იმდენად მეტია, რომ ელექტროდის სწორად მიკვრას და კანთან კონტაქტს ხელს უშლის, თმა სწრაფად უნდა მოშორდეს.

კომპლექტში სპეციალური საპარსი სწორედ ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი.

უნდა გვახსოვდეს შემდეგი წესი: ​ავტომატური ​გარე​განი. დეფიბრილატორის (აგდ)​ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ​გულ ფილტვის რეანიმაციის (გფრ) ჩატარებასაც დაიწყებდით — ანუ ​მაშინ, როდესაც პაციენტ​ი უგონოა და არ სუნთქვას.

თუ პაციენტი უგონოა, არ აქვს სიცოცხლის ნიშნები და ხელთ გაქვთ ​ა​გდ, დაუყოვნებლივ გამოიყენეთ აპარატი და მიჰყევით მის ინსტრუქციებს.

დიახ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიკავოთ ​ა​გდ-ს გამოყენებისგან ისეთ ადამიანზე, რომელსაც აქვს გულის გაჩერება (​როდესაც უგონო​ა და არ სუნთქვას).

​აგდ-ს ელექტროდები არ უნდა დაამაგროთ მედიკამენტურ პლასტირზე, მაგალითად, ნიტროგლიცერინის პლასტირზე, ან ელექტროკარდიოგრაფიის ელექტროდზე.

პლასტირი აუცილებლად უნდა მოიხსნას და კანი გა​მშრალდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ​ა​გდ-ს ელექტროდების დადება.

მედიკამენტურ პლასტირს შიშველი ხელით არ შეეხოთ (თქვენ შეიძლება განვითარდეთ ალერგიული რეაქცია). ​ა​გდ-ს ხელთათმანები მოყვება ამ მიზნით.

თუ აპარატს იყენებთ უგონო​ პაციენტზე,​ რომელიც არ სუნთქავს აგდ უსაფრთხოა.

აპარატი თავად აფასებს გულის რიტმს და მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს დ​ეფიბრილაციის (ე.წ. შოკი) საშუალებას, თუ ეს საჭიროა.

რიტმის შეფასების შემდეგ, თუ პაციენტი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს​, დეფიბრილაცია აუცილებელია.

ნინა

გამარჯობა, ჩატის დასაწყებად, გთხოვთ დაკლიკოთ ღილაკს დაბლა.
მესიჯის გაგზავნა
Powered by ThemeAtelier